უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება, ცვლილება კი 1-ელი აგვისტოდან უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს შეეხებათ. კანონში შესატან ცვლილებებზე დეპუტატებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.