ახალგაზრდა ფერმერის თამბაქოს საცდელი პლანტაცია ჩხორიაში (ვიდეო)
11:42 / 19.10.2019
27 წლის ზუგდიდელმა პაატა სორდიამ ჩხორიაში თამბაქოს პლანტაცია გააშენა.
ახალგაზრდა ფერმერმა სამ ჰექტარ მიწის ფართობზე თამბაქოს ყველაზე გავრცელებული ჯიშები, მათ შორის, სპექტრი,ვირჯინია, ქსანტი და ბამბო დარგო. ფერმერი ამბობს,რომ ამ კულტურის მოყვანის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თამბაქოს შესახებ ახალი რეგულაციები შემოვიდა ძალაში. „წინ წამოიჭრა თამბაქოს თემა, ახალი დაბეგვრებით. გაძვირდა სიგარეტი და შესაბამისად მოთხოვნაც გაიზარდა, თუმცა მიწოდება არ არის. საკუთრებაში გვქონდა მიწა, რომლის დამუშავებაც შეიძლებოდა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გეგმები არ გაგვაჩნდა მოვკიდეთ ამ საქმეს ხელი“, - ამბობს პაატა სორდია.
ახალგაზრდა ფერმერი 1,5 ტონა მოსავალს ელოდებოდა, თუმცა ამბობს რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო გარკვეული შეცდომები დაუშვა და მხოლოდ 500კგ თამბაქოს აღება შეძლო. „პირველ წელს რაც გავაკეთეთ იყო ნაჩქარევად, ექსპრომტად. არ გვქონდა საკმარისი გამოცდილება, ვერც მოვიძიეთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ სხვების გამოცდილება მაინც გამოგვეყენებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველაფრის გაკეთება მოგვიწია ჩვენით. წელს 3 ჰექტარზე დავრგეთ. ექვსი სხვადსხვა სახელობის თამბაქოს ნერგი გვქონდა დარგული. მოსავალს ველოდებოდით ტონა ნახევარს, მაგრამ ხუთასი კილო ავიღეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნაჩქარევად მოხდა პლანტაციის გაშენება. დარგვაც დაგვიანდა და იყო ის გაუათვალიწინებელი ნიუანსები, რაც არ ვიცოდით“, - გვითხრა მან. ამჟამად მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე აღებულია და თამბაქოს ფოთლები ბუნებრივ პირობებში შრება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი პაატა სორდია მის გაყიდვას ბათუმში გეგმავს. პაატა სორდია მომავალ წელსაც აპირებს პლანტაციის გაშენებას და ამ კუთხით დაგროვილ ცოდნას მაქსიმალურად გამოიყენებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები