მულტიმედია
როგორ ამზადებს "სელეგინს" დიასახლისი დარჩელიდან (ფოტო/ვიდეო)
"სელეგინი" 56 წლის დალი მარხულიამ პირველად ჯერ კიდევ ბავშვობაში, მშობლიურ ოქუმში დაამზადა. აფხაზეთში მცხოვრებ მის ოჯახში ყველის დამზადების ტრადიცია ბებიისგან ჯერ დედას, შემდეგ კი ჩვენს რესპოდენტსაც გადაეცა. დიასახლისი იხსენებს, რომ, დაახლოებით, 10-12 წლის ასაკში დედას ჭყინტი ყველის ამოყვანაში ეხმარებოდა და ამბობს, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებული სიყვარულით ახსენდება.

"სოფელში გავიზარდე, სადაც ძროხა, ფაქტობრივად, ყველა ოჯახს ჰყავდა, მათ შორის ჩვენც. ჯერ ბებია აკეთებდა, მერე დედა... სხვათაშორის, დედაჩემი 85 წლისაა და ახლაც თვითონ წველის ძროხას, ამზადებს ყველს და სხვა პროდუქტს. ბავშვობაში მეც ხშირად ვეხმარებოდი, უფრო ჭყინტი ყველი ამომყავდა. ახლა ეს პერიოდი განსაკუთრებით ტკბილად მახსენდება, მენატრება აფხაზეთი და ის დღეები", - ამბობს დალი მარხულია.
მოგვიანებით, სასწავლებლის დამთავრებისა და ოჯახის შექმნის შემდეგ ყველის დამზადება შვილებისთვის დაიწყო. გვიყვება, რომ დედამთილსაც გემრიელი და გამორჩეულად კარგი სულგუნი ამოჰყავდა. დიასახლისი მიიჩნევს, რომ ყველის ხარისხი რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის კი ძროხის საკვებზეა დამოკიდებული.

"კარგი ყველი რომ გააკეთო, რძე უნდა იყოს ნატურალური. ეს დამოკიდებულია საკვებზე, რომლითაც იკვებება საქონელი. აი კარგი, ნოყიერი საკვები უნდა ჰქონდეს, ცხიმიანი ყველი რომ ამოვიდეს. რა თქმა უნდა ძროხის ჯიშზეც არის დამოკიდებული... ცუდია, რომ სამეგრელოში სუფთა ჯიშის საქონელი თითქმის აღარ შემოგვრჩა", - თქვა მან.

დალი სულგუნის მომზადების დეტალებსაც გვიზიარებს.

"სულგუნის გასაკეთებლად ჯერ ჭყინტი ყველი უნდა ამოიყვანო. საქონელს რომ მოწველი და ჯერ კიდევ თბილ რძეს ქვაბში ჩაწურავ, ამატებ კვეთს. რძე აუცილებლად უნდა იყოს თბილი, ასე თუ არაა, რამდენი კვეთიც არ უნდა დაამატო, არ გამოვა ყველი. დაელოდები 10-15 წუთი და სქელდება, როგორც მაწონი, ისეთი კონსისტენციის ხდება. დგამ ნელ ცეცხლზე და ამოიყვან ჭყინტ ყველს. შემდეგ უნდა დააცადო გარკვეული დრო. სითბოში თუ გაქვს, ზაფხულში, მაგალითად, დილით ამოყვანილი ჭყინტი ყველისგან, საღამოს უკვე სულგუნი კეთდება. მაგრამ ზამთარში, თუ სიცივეში დატოვებ ჭყინტ ყველს, შეიძლება, მეორე დღემდეც ვერ გააკეთო. ჭყინტი ყველი უნდა აფუვდეს, უჩნდება ნასვრეტები, რომ გასინჯავ ცოტას, თუ პირში კრაჭუნობს, ესე იგი, შეიძლება გაკეთდეს სულუგუნი. აი, ასეთი აფუებული ჭყინტი ყველი უნდა დაიჭრას თხლად. ქვაბში უნდა გვქონდეს ცხელი წყალი, მდუღარე არ შეიძლება, დაახლოებით, 70-80 გრადუსამდე, ალბათ. ვყრით, დუღილამდე არ უნდა მივიყვანოთ, ველოდებით ცოტას და ვურევთ ხის კოვზით, უნდა გახდეს წელვადი. შემდეგ, როგორც ცომის გუნდას, გადავზელთ, ვაძლევთ ფორმას, დავამრგვალებთ და მარილს მოვაყრით ორივე მხარეს. ფორმაში უნდა ჩავყაროთ ცოტა მარილი და ჩავდოთ", - გვიხსნის დალი მარხულია.

დიასახლისი გვეუბნება, რომ ყველის ჭურჭელი სულგუნის ოდენობის მიხედვით უნდა შევარჩიოთ, თუმცა აქვე დასძენს, რომ მზა პროდუქტის საშუალო სისქე დაახლოებით 5-7 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. ის ყველის შენახვის სამეგრელოში გავრცელებულ ტრადიციასაც იხსენებს.

"ბებიაჩემს ჰქონდა ყველის სათავსო - დერგი, თიხისგან დამზადებული. სულგუნს თითო-თითოდ ამატებდნენ, რომ გაივსებოდა, ახურავდნენ და ინახავდნენ გრილ ადგილას. ძალიან კარგად ინარჩუნებდა გემურ თვისებებს ამ ფორმაში", - გვიყვება ის.

დიასახლისს, რომელიც ყველის ამ სახეობას წლებია ამზადებს, განსაკუთრებით გაუხარდა, როცა გაიგო, რომ სულგუნის მომზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჩვენი რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ სულგუნის, როგორც თავად ამბობს, საქართველოში ყველაზე პოპულარული ყველის სახეობის, დამზადების ტრადიცია სამეგრელოდან მოდის და ამბობს, რომ "ამ აქსიომას მტკიცება არ სჭირდება".

საქართველოში სულგუნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი რამდენიმე კვირის წინ მიენიჭა. უფრო ადრე, გასული წლის სექტემბერში, მოგზაურობის შესახებ შექმნილმა ვიდეო-პორტალმა Insider ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი ყველის ნაირსახელობათა შორის მეგრული სულგუნიცაა შესული. ვიდეოს ტიტრებში აღნიშნულია, რომ ყველი საქართველოს რეგიონის - სამეგრელოს პროდუქციაა.





Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ბიზნეს საქმიანობის წამოწყება და მისი სწორად მართვა ის საქმეა, რომელზეც ბევრი ფიქრობს და მარტივიც ჰგონია, თუმცა სტარტაპის შექმნა და მისი განვითარება უამრავი მნიშვნელოვანი დეტალის განსაზღვრასა და თითოეული ნაბიჯის დაფიქრებულად და წინდახედულად გადადგმას მოითხოვს.
პირველი მოდელების გამოსვლიდან დღემდე, ტელევიზორმა უზარმაზარი ცვლილებები განიცადა და ყოველწლიურად სულ უფრო კარგი ხარისხისა და დიდი შესაძლებლობების მქონე მოდელებს გვთავაზობენ მწარმოებლები.
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში, სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა და რუხის თავშესაფრის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების მიზეზით ხუთი უმსხვილესი ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. ამის შესახებ
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / დეკემბერი 2023
დე ფაქტო აფხაზეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა კრიპტოვალუტის 133 მოწყობილობა ამოიღეს, მათგან 96 - ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლის ტყეში, 10 - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა-არმენსკაიაში, გაგრაში - 16, სოხუმში კი - 11.
08 / დეკემბერი 2023
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთით მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
08 / დეკემბერი 2023
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, არაგვის ხიდზე (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება), გზის სავალი ნაწილი 8-დან 15 დეკემბრის ჩათვლით შევიწროვდება. შესაბამის ინფორმაციას საავტომობილო გზების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
07 / დეკემბერი 2023
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.