მულტიმედია
პანდემიისას გაშენებული ქლიავის პირველი პლანტაცია სამეგრელოში (ფოტო/ვიდეო)
პროფესიით ბუღალტერმა ზვიად ლეჟავამ, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სოფლის მეურნეობა აინტერესებდა, ჯერ თხილის, შემდეგ მოცვის, დაახლოებით ერთი წლის წინ კი, ქლიავის პლანტაციაა გააშენა. რადგანაც ბაღის გაშენებისას ადგილის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია, ზვიადმა ბანკისგან სესხი აიღო და წალენჯიხის სოფელ ლიაში იყიდა მიწა, რომელზეც 1500 - მდე ძირი ამერიკული სტენლის ჯიშის ქლიავის ნერგი დარგო.

,,მაინტერესებდა ქლიავის გაშენება. ჩვენთან სამეგრელოში არ არის განვითარებული ეს კულტურა, მერე მომისწრო პანდემიამ, მაგრამ პანდემიას ხელი არ შეუშლია ჩემთვის, მაინც გავაგრძელე და გავაშენე შარშან ქლიავის პლანტაცია. სტერლის ჯიშია, გავრისკე და ვნახოთ როგორ გამოვა. მემგონი გაამართლებს. ნერგები რომ შევიძინე დაახლოებით სამოცდაათი სანტიმეტრი იყო, ახლა თითქმის მეორე სამოცდაათი სანტიმეტრია გაზრდილი და წელს კიდევ გაიზრდება“, - გვეუბნება ფერმერი.
მისთვის კორონავირუსის გავრცელებას მიწის დამუშავებასა და პლანტაციის გაშენებაში ხელი არ შეუშლია, რადგან სპეციალური საშვის მიღება მოახერხა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები რომ ბოლომდე მიეყვანა.

გვიყვება, რომ თავდაპირველად ქლიავის პლანტაციის გაშენებაში დახმარება დასჭირდა, ამიტომ ერთ-ერთ გამოცდილ აგრონომს, ბაჩანა პაჭკორიას, მიმართა.

,,არ შეუშინდა ბატონი ზვიადი ამ კულტურის გაშენებას და ჩვენც, რითაც შეგვეძლო რჩევები მივეცით, თუ როგორ გაეშენებინა და შედეგიც სახეზეა. ერთი წლის ნარგავებია, ჩამოვიდა პატარა ნერგები, 100 %-ით გახარებულია ყველა ძირი და ეს კარგი შედეგია. ჩვენი დახმარებით ნიადაგი სწორად დამუშავდა ისე, როგორც საჭირო იყო. ყველანაირი შეწამლვა და სასუქების შეტანა მოხდა აქაური ნიადაგის და კლიმატის ზუსტი გათვალისწინებით ’’, - გვეუბნება აგრონომი ბაჩანა პაჭკორია.

ზვიადმა იცის, რომ წელს მისი საქმიანობა მოგებიანი ვერ იქნება, თუმცა ისიც იცის, რომ მომავალში ქლიავის ერთი ძირი სრულმსხმოიარობაში 100-150 კგ-ს მოისხამს და დიდ მოსავალს მიიღებს.

40 წლის მეწარმე აფხაზეთიდანაა. ახლა ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ქლიავი გააშენა, მისი ყოველი დილა 6 საათზე პლანტაციაში იწყება. ბაღში 10 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ნარგავებს მათთან ერთად უვლის. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა ძალიან უყვარს, ამიტომაც შრომატევადი საქმე არ ღლის.

,,მიდის გასუფთავება, გასხვლა, მონიტორინგი. თუ პრობლემა შეექმნა მცენარეს, ვუკავშირდებით აგრონომებს, თითქმის ყოველდღე აქ ვარ, წელიწადში რამდენიმეჯერ შეწამვლა სჭირდება, ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული, ვაკვირდები ყველა ნერგს, ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა, მიხარია მოვლილ და გაზრდილ ნერგს რომ ვუყურებ’’, - ამბობს ზვიადი.

ზვიად ლეჟავა პირველ მოსავალს მომავალ წელს ელოდება და უკვე ახალ გეგმებს აწყობს - ქლიავის ჩირის დამზადებას და ევროპაში გატანას გეგმავს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
25 / აპრილი 2024
შსს-ს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკით, 2024 წლის პირველ კვარტალში სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 114 პირი შემოწმდა.
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 27 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.