სარეკლამო მასალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის (II კორპუსის) მშენებლობა დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო სკოლის (II კორპუსის) მშენებლობა დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. დასრულებული სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის.

,,დარჩელში ავაშენეთ 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა, სადაც მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში მიიღებენ განათლებას. სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს პროცესი გაგრძელდება“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 1.7 მილიონი ლარით ფინანსდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

სკოლა, რომელიც 90 ბავშვზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.

პროექტით გათვალისწინებულია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეების კეთილმოწყობა და რეკრეაციული ზონები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენობები სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 33 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.