რეგიონი
ავთანდილ ღარწკია: აფხაზეთი მილიონი ტურისტის მისაღებად არის მზად

აფხაზეთი მზადაა მილიონი ტურისტის მისაღებად, ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო აფხაზეთის ტურიზმისა და კურორტების საკითხების მინისტრმა ავთანდილ ღარწკიამ განუცხადა. მისი თქმით, ტურიზმის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ის მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, იქნება ეს ამინდი, ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა თუ სხვა.

„საგულისხმოა, რომ ჩვენი უწყების გარდა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოებიც მთელი დატვირთვით მუშაობენ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ტურისტების სიმრავლით ამ წლის მაჩვენებლები წინა წლის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბებენ, სადღაც 30-40 პროცენტით, ტურისტებისა და ერთდღიან ექსკურსიებზე ჩამოსულთა რაოდენობით. მიმდინარე სეზონისთვის აფხაზეთში მილიონ დამსვენებელს ველოდებით.“ - განაცხადა ღარწკიამ. მისი მონაცემებით, დე ფაქტო აფხაზეთს გასულ წელს 650 ათასამდე ტურისტი ეწვია , მათგან 500 ათასმა - კერძო სექტორი არჩია. ,,ჩვენ ყველანაირი პირობები უნდა შევქმნათ, რათა ტურისტებმა კომფორტულად დაისვენონ. ამისათვის კი საჭიროა საზღვარზე გადმოსვლის რეჟიმის გამარტივება, სამგზავრო ტრანსპორტის გამართვა, სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქალაქის სისუფთავის დაცვა და ინფრასტრუქტურის მოწყობა.“ - აღნიშნა ავთანდილ ღარწკიამ.

მისი განცხადებით, დღეისთვის აფხაზეთში, 15 ათას ადგილზე გათვლილი, 100 სასტუმრო და პანსიონატი ფუნქციონირებს. აფახაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით, „აფხაზეთის კურორტები 2015 წლისთვის რუს ტურისტებს შორის პოპულარობის მხრივ მესამე ადგილზეა. ბოლო წლების განმავლობაში, აფხაზეთის კურორტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით თათრეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოირჩევიან“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.