რეგიონი
ნადარაია გალის რაიონისთვის განსაკუთრებულ სტატუსს ითხოვს

თვითაღიარებული აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა არტურ მიქვაბიამ სამუშაო თათბირი ჩაატარა , რომელიც გალის რაიონის განვითარების პრობლემებს მიეძღვნა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა. მისი თქმით, გალის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე დეპრესიულია, 2014 წელს მისი ბიუჯეტი 31 მლნ. რუბლს შეადგენდა, ბიუჯეტის 70% – სოხუმიდან მიღებული დოტაციებია. ამასთან, მოსახლეობის სიმჭიდროვით, მას სოხუმის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს: 1 კვადრატულ მეტრზე 58 ადამიანი ცხოვრობს. 30 ათასიანი მოსახლეობიდან – 18 ათასი შრომისუნარიანია, მშპ - 107 მლნ. რუბლია, სამრეწველო-საწარმოო პროდუქციის მოცულობა - 26,5 მლნ. რუბლია, 101,4 მლნ. რუბლი – საცალო საქონლის ბრუნვაა, მოგება სულ – 5,1 მლნ. რუბლი.

ნადარაია ფიქრობს, რომ რაიონის ყველაზე დიდი პრობლემა - ოკუპაციის ხაზის გამაგრება და გზების მშენებლობაა. მან აღნიშნა, რომ რაიონულ ცენტრამდე მისვლა ადგილობრივებისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით უფრო მოსახერხებელია. რაიონში 8 საფელდშერო პუნქტია, რომლებსაც მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით საქართველოს ხელისუფლება ამარაგებს, ხოლო მედპერსონალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ნიშნავს. «რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი სჭირდება. პრობლემების გადასაწყვეტად უნდა მივიღოთ კანონი «საზღვრისპირა გალის რაიონის შესახებ», – ხაზი გაუსვა თემურ ნადარაიამ. რაიონის პერსპექტივებზე საუბრისას მიქვაბიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ეფექტის მიღება გალის რაიონში მცირე ზომის მაღალტექნოლოგიური საწარმოების შაქმნის შედეგად გახდება შესაძლებელი. მათი განვითარებისთვის, უკვე განსაზღვრულია საკრედიტო კვოტა– 15 მლნ. რუბლი. მომავალში ეს თანხა თანდათანობით გაიზრდება. გარდა ამისა, «აუცილებელია გაირკვეს, რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარებაა აქ შესაძლებელი“. მისი ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის მთავარ წყაროს, მეთხილოება წარმოადგენს, «თუმცა, არ არის აღრიცხული, ვის და სად მიაქვს თხილი და რა გადასახადებს იხდის... მთავარია, სწორად განისაზღვროს ამოცანები, ამაღლდეს ადმინისტრირების როლი»,  – თქვა მიქვაბიამ. გალის რაიონის მცხოვრებლებს „საგადასახადო“ წესები გააცნეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.