რეგიონი
მოლდოვამ სოხუმის დელეგაცია რეისიდან მოხსნა
მოლდოვის ხელისუფლებამ რეისიდან დე ფაქტო აფხაზეთის ოფოციალური დელეგაცია მოხსნა. „გარდა ამისა, მისმა უსაფრთხოების სამსახურმა ინტერვიუები ჩაატარა და დაკავებულ ოფიციალურ პირებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სცადა", - წერს „სპუტნიკ აფხაზია“. ამავე ინფორმაციით, შედეგად, აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვიდან დეპორტირებულ იქნა და დელეგაციის წევრებს 10 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვას პროტესტს უცხადებს და მის ქმედებებს აფხაზეთის თანამდებობის პირთა მიმართ, დაუშვებელსა და დისკრიმინაციულს უწოდებს და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე მოლდავეთ-დნეპრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მონაწილე საერთაშორისო შუამავლებს, მომხდარი ობიექტურად შეაფასონ და მომავალში მოლდოვის მხრიდან მსგავსი ქმედება არ დაუშვან", - ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში. დე ფაქტო აფხაზეთის ოფიციალური დელეგაციამ, ე.წ. ვიცე პრეზიდენტის ვიტალი გაბნიას ხელმძღვანელობით, ტირასპოლში მოლდავეთის დნეპრისპირეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა. მოლდოვის ხელისუფლების განცხადებით, მათი მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს საფუძვლად ის ფაქტი დაედო, რომ ტირასპოლში საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაცია, ძირს უთხრის მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას,- წერს გამოცემა. "მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან, საქართველოს იდენტურ პოლიტიკას ატარებს, რომელიც მიმართულია მეზობელი სახელმწიფოებისა და მათი მოქალაქეების იზოლაციისა და დისკრიმინაციისკენ,. მოლდოვის მხრიდან ზემოთ აღწერილი პროვოკაციული ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალურ უფლებას გადაადგილების თავისუფლებაზე", — აღნიშნეს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.