მაჩალიკაშვილები შვილის საქმესთან დაკავშირებით ხელმოწერებს ზუგდიდში აგროვებენ (ვიდეო)
12:37 / 18.08.2019
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედეა მარგოშვილი შვილის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს ზუგდიდში აგროვებენ.
მათ ზუგდიდელების ხელმოწერების შეგროვება იუსტიციის სახლის მიმდებარედ დილას დაიწყეს, მოგვიანებით კი ცენტრალურ ბულვარში გადაინაცვლეს. ზუგდიდი ბათუმის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც ისინი ჩავიდნენ, აქედან კი ქუთაისში გეგმავენ წასვლას. მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის. „150 დეპუტატის სახელზე შევიტანე წერილი, ამის შემდეგ პეტიცია შევიტანეთ, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, მაგრამ პარლამენტმა და მთელმა სახელმწიფომ მითხრა უარი. მე ზუსტად ვიცი, რატომაც აკეთებენ ამას. ეს იმიტომ ხდება, რომ სიმართლე თემირლანის მკვლელობისა და სხვა დანარჩენი საქმეების შესახებ, რაც კბილებით უჭირავთ, არ მივიდეს საზოგადოებამდე და ჩქმალავენ ამ ამბებს, რათა თავზე არ დაემხოთ ხელისუფლება. იძულებული გავხდი, რომ გამოვსულიყავი ქუჩაში, რომ შემეგროვებინა 100 ათასამდე ხელმოწერა“, - უთხრა ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილმა.
მის მოთხოვნას დილიდან შეუერთდნენ ზუგდიდელები. ისინი მიიჩნევენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით შეგნებულად მიდის და მაჩალიკაშვილებს საქმის გამოძიების მოთხოვნაში მხარს უჭერენ. ხელმოწერების შეგროვება ზუგდიდში საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.
2017 წლის დეკემბერში სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს თბილისში, საავადმყოფოში დაიღუპა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს, უწყებაში ამტკიცებენ, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად უარჰყოფს და ამტკიცებს, რომ გასროლის მომენტში თემირლანს ეძინა.
ობიექტური გამოძიებისა და საქმეში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციები თბილისში, რუსთაველის გამზირზე გასულ, 2018 წელს დაიწყო. რამდენიმე თვის წინ კი პარლამენტმა მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
2025 - 2026 სასწავლო წელს სოხუმში ისევ მოსალოდნელია სირიელი სტუდენტების ჯგუფის ჩამოსვლა. ეს უკვე მეორე ნაკადია, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ სირიის არაბთა რესპუბლიკაში „აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა“ მუჰამედ ალიმ განაცხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, 2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) სამეგრელო-ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 106 პირი იყო. აქედან 88 - მდედრობითი, 18 - მამრობითი სქესისაა.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ "რია ნოვისტისთან" ინტერვიუში თქვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები