ახალი ამბები
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა

შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.


გარდა ამისა, სტიქიური უბედურების მსხვერპლთა საძიებო სამუშაოებისას, ადგილზე ორი ადამიანი გარდაიცვალა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნის თანახმად, 2023 წლის 3 აგვისტოს, ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, რომელიც 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება „შეუძლებელი იყო“, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა. ამასთან, სააგენტოს რეკომენდაციით, დაუშვებელია შოვში რაიმე სახის ინფრასტრუქტურის აღდგენა ან ხელახალი მოწყობა, რადგან მსგავსი სტიქიური პროცესების განმეორებას შესაძლოა გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს.

შოვში ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 

კურორტ შოვში მომხდარი სტიქიას გადარჩენილებს შორის არიან სენაკელი გიო ადამია და მისი მცირეწლოვან შვილი. მიმდინარე წლის მარტში, მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მას და არც სხვა გადარჩენილებს არ მიუღიათ დაზარალებულის სტატუსი.

ამავე თემაზე: 

დაზარალებულად არ მცნეს - შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია

შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია - ხელისუფლებისგან ყურადღება არ მიგვიღია

„ოპერაციაში წამიყვანეთ, ოღონდ ვიცოცხლო“, - შოვში გადარჩენილი სენაკელი მამა-შვილის ამბავი (ფოტო/ვიდეო/აუდიო)

ზუგდიდელმა მღვდლებმა შოვში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს

ზუგდიდში შოვის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება

ზუგდიდელი, წალენჯიხელი და მესტიელი მოხალისეები სტიქიის ზონაში და მეოთხე დღე შოვის ტრაგედიიდან (ფოტო)


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.