ახალი ამბები
ევროპა საქართველოს უალტერნატივო მომავალია - საპროტესტო მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)
ამ წუთებში, ზუგდიდში, აქციის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების.

მსვლელობის მონაწილეები პერიოდულად ჩერდებიან და სიმბოლურად, დროებით გზებს კეტავენ.

მანამდე, ისინი სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ.

სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ევროპა უალტერნატივო მომავალია საქართველოსთვის და ამისთვის, მშვიდობიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარებაა აუცილებელი.

„ამ ახალგაზრდებმა ჩვენზე კარგად იციან, რას ნიშნავს კონსტიტუციის სიყვარული, იმიტომ, რომ ესენი სკოლას ამით იწყებენ... როდემდე გინდათ ეს ქვეყანა, საქართველოდან წასულებმა გარედან აშენოთ, როდემდე გინდათ მიწას აბაროთ ღირსეული სტყვის მთქმელები, როდემდე გინდათ ანთიმოზ ივერიელივით, სხვისი ქვეყნის განმანათლებლები გვერქვას და ჩვენს ქვეყანაში, დევნილები“, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა, ბელა მოსიამ.

აფხაზეთიდან დევნილმა, ირაკლი ტაბაღუამ, პროტესტის მონაწილეებს, ექსპრომტად დაწერილი ლექსის სტრიფებით მიმართა:

„მე გუშინწინ შემეძინა ბავშვი, რუსთაველი გუგუნებდა როცა,
ჩემი გოგო დაიბადა მაშინ, მთავრობამ რომ ზურგში ტყვია მოგვცა,
ჩემი გოგო გაიზრდება მაშინ, ვიგუგუნებთ ევროპულად როცა,
ჩემი გოგო გაიზრდება გალში, უკვე დიდხანს არ მოგვიწევს მოცდა“.


ზუგდიდში, უკვე მე-4 დღეა პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება. ზუგდიდელებისა და სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაფერხა და ამით, დაუპირისპირდა ქართველი ხალხის ისტორიულ მონაპოვარს.

მოქალაქეები, მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსის მტკიცე ხელშეწყობას ავალდებულებს.

ამავე თემაზე:

სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)

აბა ულა ევროპაშა - აქცია ჩხოროწყუში (ფოტო)

ზუგდიდელები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ (ფოტორეპორტაჟი)

დღეს რაც ხდება, ეს არის ერის ღალატი, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა შეკრებილებს მიმართეს (ფოტო/ვიდეო)

ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
15 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროევროპული პროტესტი გრძელდება. უწყვეტი აქციების მე-80 დღეს, მოქალაქეები კვლავაც 18:00 საათიდან შეიკრიბნენ და მსგავსად წინა კვირებისა, პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.
15 / თებერვალი 2025
ადგილობრივი დროით 18:00 საათის მონაცემებით, აფხაზეთის ვადამდელ “საპრეზიდენტო” არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 55% შეადგინა (79019 ადამიანი), - ამის შესახებ თვითაღიარებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამდენად, არჩევნები შედგა.
15 / თებერვალი 2025
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ოდაბადეშ კინოხონი
13 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.