მულტიმედია
წმინდა ცეცხლის გადმოსვლა საოცარი ემოცია იყო - ზუგდიდელი მორწმუნე აღდგომის ტაძარში სადღესასწაულო ატმოსფეროზე (ფოტო/ვიდეო)
აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე იერუსალიმის ძველ ქალაქში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი სრულდება.

მთელი მსოფლიოდან ათასობით მართლმადიდებელი ქრისტიანი იკრიბება მაცხოვრის საფლავზე, რათა საკუთარ თავზე გამოცადოს ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ცერემონია.

ათასობით მორწმუნეს შორის, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ერთ-ერთია ჩვენი რესპონდენტი პაატა კუტალია. ის გვიყვება, რომ იერუსალიმში წასვლა მისი ადრეული ასაკის ოცნება იყო და 2014-2016 წლებში მოახერხა მისი ახდენა.
"ვიცოდი, რომ გზად შემხვდებოდა ძალიან ბევრი დაბრკოლება და იქ შესვლა რთული იქნებოდა. ასეც მოხდა. დილით ცოტა დავაგვიანე იქ შესვლა. 8 საათზე რომ მივადექი წმინდა ქალაქს, მანდ უკვე პოლიციელებს გადაკეტილი ჰქონდათ ტერიტორია, ყველა ქუჩა.

ჩემთვის, ფაქტობრივად, იქ შესვლა საშვის გარეშე იყო შეუძლებელი და რაღაცნაირ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ვამბობდი, რომ ამხელა გზა გამოვიარე, ოცნება მქონდა და ღმერთს ვთხოვდი, რამენაირად წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დავსწრებოდი. თვითგვემაში ვიყავი", - იხსენებს ის.

მან გვიამბო, რომ ამ დღეს პოლიციელებს ქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები აქვთ მიღებული. ისინი აკონტროლებენ მომლოცველთა გადაადგილებას. პაატას თქმით, დაგვიანების მიუხედავად, ერთ-ერთმა პოლიციელმა მის მიმართ გულისხმიერება გამოიჩინა. საბოლოოდ, ამბობს, რომ “ყველანაირი დაბრკოლება გადავლახე და თამამად შევედი იერუსალიმის აღდგომის წმინდა ტაძარში”.

“ყველასთვის ცნობილია, არაბების შესვლა ტაძარში, მათი ყიჟინა, ზარ-ზეიმი, მე ვუძღვებოდი მათ წინ. მათ შემოსვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლამდე. მათ ერთ დროს აუკრძალეს კიდეც ტაძარში შესვლა და დიდი ხანი არ გადმოდიოდა წმინდა ცეცხლი,როდესაც გააღეს მათთვის ეს კარები, მაშინვე გადმოვიდა ცეცხლი", - ჰყვება რესპონდენტი.

რაც შეეხება უშუალოდ წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ემოციებს, პაატა ამბობს, რომ გაოგნებული აკვირდებოდა იმ ქრონოლოგიურ რიტუალს, რომელსაც, მისი თქმით, არაბი მართლმადიდებლები იწყებენ და ისრაელისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის განმოსვით, კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლის გამობრძანებით სრულდება.

"წამებში ქრება ყველა შუქი, ეს იყო წყვდიადი და იდუმალი ემოცია და ეს სიბნელე განასახიერებს ქრისტეს ჯვარცმას.

ამ წყვდიადში ყველა მოლოდინშია წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის, ემოციური ფონია, ყველას კამერა მიმართულია კუვუკლიის კარებთან და წამებში ერთბაშად არის შეძახილები "დიდება უფალს", "ქრისტე აღსდგა" და წამებში ვრცელდება წმინდა ცეცხლი. გარშემომყოფთა სანთლებს წამებში გადაედება ცეცხლი. ამას რომ ჰქონდეს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისება, იქ აუცილებლად მოხდებოდა ინციდენტი. ეს არის ჭეშმარიტად ზეციური ცეცხლი, რომელიც არ წვავს და უდიდეს მადლს, კავშირს ვგრძნობდი უფალთან", - გვეუბნება პაატა.

ის ასევე გვიზიარებს, რომ ადგილზე სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ. სხვადასხვა ენაზე ნათქვამი ორი სიტყვის კომბინაცია "ქრისტე აღსდგა" ყველა იქ მყოფთათვის გასაგები და მშობლიურია.

მას ხელში ეჭირა ორი კონა სანთელი, თითოეულში 33 ცალი, რაც, როგორც თვითონ გვიხსნის, დაკავშირებული იყო ქრისტეს მიწიერ წლებთან. 10 წუთის შემდგომ კი პოლიციამ მათ სთხოვა სანთლები ჩაექროთ და ტერიტორია დაეტოვებინათ, რათა გარეთ მყოფებსაც შესძლებოდათ ცერემონიაზე დასწრება.

"ეს იყო უდიდესი ემოცია ჩემს ცხოვრებაში. ნამდვილად, ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე. და რა არის აღდგომა, ეს არის სიმართლის გამარჯვება უსამართლობაზე, სიხარულის გამარჯვება მწუხარებაზე, სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე, სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე", - ეუბნება რადიო "ათინათს" მორწმუნე.

პაატას თქმით, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი აღდგომის დადასტურება მორწმუნეთათვის, რადგან ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ირწმუნებენ მაცხოვრის აღდგომას. მიუხედავად ამისა, გვეუბნება, რომ მისი მოლოდინი გამართლდა და მან მეორედაც მოილოცა იერუსალიმის სხვა წმინდა ადგილები.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.