მულტიმედია
ფაშიზმზე გამარჯვების დღე - ზუგდიდელი გემის ელექტრიკოსის ისტორია (ფოტო/ვიდეო)
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 79 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს გერმანიამ კაპიტულაციას ხელი მოაწერა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად ზუგდიდში სამამულო ომის ორი ვეტერანი ცხოვრობს.

მათგან ერთ-ერთი, ჩვენი რესპონდენტი, 87 წლის პაატა მიქაიაა. ის სამამულო ომის ვეტერანთან გათანაბრებული და ომში დაჭრილი პირია. ის 60-იან წლებში საზღვაო ძალებში მსახურობდა. 1962 წელს კი მიავლინეს ლატვიაში. ზუგდიდელი ვეტერანი სამხედრო გემის ელექტრიკოსად მუშაობდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დარჩენილი ნაღმების განეიტრალებაზე იყო პასუხისმგებელი."ვმსახურობდი სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ქალაქ ლიეპაიაში, ეს არის სამხედრო ქალაქი. მაშინ სამხედრო ქალაქი იყო და მაშინ დაკეტილი იყო, იქ მოქალაქეებს არ უშვებდნენ, გარდა სამხედროებისა. ვმსახურობდი 1961 წლიდან, 1962-ში მივიღე ტრავმა, ძველი მინის ნაღმის ამოღების დროს და ასე გავხდი მეორე ჯგუფის სამხედრო დაშავებული.
ახლა მეუბნებიან, 1962-ში ნაღმი როგორ მოგხვდაო. ეს ნაღმი იყო ომის დროიდან იქ დატოვებული, ის რომ აღმოაჩინეს, უნდა გადაეტანათ სხვაგან, სხვა ადგილას და იქ უნდა გაენეიტრალებინათ", - ამბობს რესპონდენტი.

მისი თქმით, აფეთქების მომენტში გემის ზედა ნაწილზე იდგა. როგორც ვეტერანი გვიყვება, აფეთქების ტალღა ძალიან ძლიერი იყო და სწორედ მაშინ მინის ნაღმით დაიჭრა.

"მე იქ ერთადერთი ქართველი ვიყავი. ყველა ეროვნების იყვნენ, ბელორუსები, უკრაინელები, რუსები, ლატვიელები, ესტონელები და ერთი ქართველი ვიყავი მე. ამ დროს ვიყავი 27 წლის, 25 წლისა კი გამიწვიეს.

ვნერვიულობდი, რომ მამაჩემმა ფეხი დაკარგა და ჩემთვისაც რომ მოეჭრათ, თავს მოვიკლავდი. მძიმედ ვიყავი დაჭრილი და შემინარჩუნეს ფეხი, დღემდე მე ჩემი ფეხებით დავდივარ", - გვეუბნება ვეტერანი. 

რესპონდენტი ამბობს, რომ 9 მაისი მისთვის განსაკუთრებული დღეა. სიამაყით იხსენებს მამის ღვაწლს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის უშუალო მონაწილე იყო და ქართველი ჯარისკაცებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბრძოლაში, ქერჩში დაიჭრა. ამ დღის მნიშვნელობას ის საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს დიდი პასუხისმგებლობით უზიარებს, უხსნის, რომ ფაშიზმზე გამარჯვებაში მის ოჯახსაც მიუძღვის წვლილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.