სტატია
ზუგდიდი სახელმწიფოსგან უძრავი ქონების გადმოცემას ისევ ელოდება - TI-ის კვლევა და გამოხმაურებები
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა. ორგანიზაციამ გადაწყვიტა, აღნიშნული პრობლემის საილუსტრაციოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითი მოეყვანა.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 263 ერთეული უძრავი ქონება ირიცხება, მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (სულ 97 შენობა, ჯამური ფართობით 24 004 კვ.მ.), სასაფლაოები, ტროტუარები, სკვერები, სტადიონები, ქუჩები, მოსაცდელები და ა.შ. TI-ში ამბობენ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ძირითად, გაუსხვისებელ ქონებას წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ქონებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მოკლებულია.

ავტორების ინფორმაციით, სახელმწიფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 817 ნაკვეთს ფლობს, რომელთა ნაწილზეც (333 შემთხვევაში) სხვადასხვა შენობა-ნაგებობაა განთავსებული (ჯამური ფართობით 340 513 კვ.მ. მათ შორის სკოლები, ამბულატორიები, ცალკეულ საჯარო უწყებათა ოფისები და ა.შ.). აქვე მითითებულია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზუგდიდის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს არ ფლობს, სახელმწიფო კი ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის - 23,399 069 კვ.მ-ის (2,339.9 ჰექტარი) მფლობელია.

„წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ დისბალანსი მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებებს შორის საკმაოდ დიდია. პრობლემატურია ის გარემოებაც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ნაწილი (ყოფილი სოფლის საბჭოს შენობები, კლუბები, სასოფლო აფთიაქები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.), რომელთა რაოდენობაც ზუგდიდში 100-ზე მეტია, დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი, დაკეტილია და თანდათან ინგრევა. მათი მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შემთხვევაში კი, თვითმმართველობებს მიეცემათ ამ შენობების პრივატიზირების ან იჯარით გაცემის შესაძლებლობა, რაც გაზრდის ადგილობრივ საბიუჯეტო შემოსავლებს“, - ამბობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ კანონმდებლობის მოთხოვნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებების მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობებს სახელმწიფოსგან სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ქონება ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობასთვის წარედგინათ, თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ შეუსრულებიათ”, - ამბობენ TI-ში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების გადაცემის პროცესი, რაც , ორგანიზაციის მტკიცებით, საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობებს, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და შესაბამისად, გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხარისხი.

კვლევას გამოეხმაურა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და ორგანიზაციის რეკომენდაციებს საფუძვლიანი უწოდა. მისი შეფასებით, აღნიშნული პრობლემა ყველა მუნიციპალიტეტისთვის საერთო გამოწვევაა.

„მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი კომისია, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის საკითხს სამუშაო სხდომაზე ცალკე თავად განიხილავს, რაც ამ საკითხის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ არა წლობით, არამედ უკვე ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი ეს მნიშვნელოვანი საკითხი სწორი მიმართულებით შეიცვლება", - აღნიშნავს ქვარაია.

თავის მხრივ, კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წევრი მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ უმჯობესია, პარლამენტმა საკუთარი მოვალეობა შეასრულოს და მთავრობას მოუწოდოს, თვითმმართველობის კოდექსის მუხლის შესრულებისკენ, რაც მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემას გულისხმობს. ამასთან, პოპიაშვილის თქმით, სტრატეგიის პროექტი ქონების გადაცემაზე ზოგად ჩანაწერს ასახავს და კონკრეტული არაფერია მოცემული.

„არ არის აქ აღნიშნული, თუ რა ტიპის და რა ვადებში უნდა გადაეცეს ქონება მუნიციპალიტეტებს. სამუშაო ჯგუფები სამთავრობო დონეზე არ აღმოჩნდა მზად, რომ დეტალურად ესაუბრა ამის შესახებ. ცხადია, შესაბამისი კომისია პარლამენტში, ალბათ, განიხილავს და რეკომენდაციებს მისცემს მთავრობას, თუმცა, პირველ რიგში, უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, 162-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები და საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია სამინისტროებს ზედამხედველობა გაუწიოს მათი შესრულების მიმართულებით. მსგავსი ქმედება კი ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს. სტრატეგია ამ ეტაპზე არის მხოლოდ კეთილი სურვილების დოკუმენტი, რომელთანაც ძალიან ბევრი შენიშვნაა და ის ვერ იქნება კოდექსზე მაღლა მდგომი. კოდექსის აღსრულებაზე იზრუნონ, პირველ რიგში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, როგორი თვითმმართველობა გვინდა, რომ გვქონდეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ პოპიაშვილმა.

დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტის განხილვა ზუგდიდში 2019 წლის 17 იანვარს მოეწყო. მაშინ რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარეს, მათ შორის იყო უძრავი ქონების - მიწებისა და შენობა-ნაგებობების- მუნიციპალიტეტებისთვის გადმოცემის საკითხიც.




Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ზაზა გოგოხიას ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელ სახლს აუშენებს.
დღეს, 4 ივლისს ამერიკელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 244 წლისთავს აღნიშნავს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მუნიციპალიტეტში წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ, მერის მოადგილესთან, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად,
კორონავირუსი
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 337 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული პაციენტებიდან ერთ-ერთს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში დღეის მონაცემებით 102 პირი იმყოფება.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / ივლისი 2020
კახათში, სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში გველმა კვერცხები დადო. როგორც რადიო "ათინათს" მრავალშვილიანმა დედამ ლუდმილა ასლანდიამ უთხრა,
08 / ივლისი 2020
თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ 6 ივლისს დაღუპული 27 წლის ზუგდიდელი ვახტანგ გულუას ოჯახს უბედური შემთხვევის შესახებ ვერსიის არ სჯერა.
08 / ივლისი 2020
ჯანდაცვის სამინისტრომ ღია და დახურული ტიპის აუზისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ზუგდიდში, ე.წ. ბაიას ბაზაზე არსებული საცურაო აუზის ადმინიტრაციაში ამბობენ,
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 20 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.