სტატია
ახალგაზრდა არქიტექტორი რომაული განათლებით - მარიკა ჯალაღონიას წარმატებული გზა და სამომავლო გეგმები
23 წლის მარიკა ჯალაღონია რომში, "საპიენცას" უნივერსიტეტში არქიტექტურისა და ურბანული რეგენერაციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა ერთწლიანი პრაქტიკით საქართველოში ცოდნის გაღრმავება, რის შემდეგაც, მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილების აუცილებლობა დაინახა.

"ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის სურვილმა არჩევანი რომზე და ამ სპეციფიკურ პროგრამაზე გამაკეთებინა, ზუგდიდის მერის სტიპენდია ამ ეტაპზე დაფინანსების ერთადერთი წყაროა,თუმცა სტიპენდიის "ჩამნაცვლებელი" და იმედდაკარგული სტუდენტისთვის გაწვდილი დახმარების ხელი საოცნებო კონკურსში გამარჯვება გახდა", - ამბობს რადიო "ათინათთან" მარიკა.

როგორც რესპონდენტი გვეუბნება, მისი პირველი საავტორო "ნაშრომი" ქალაქ რუსთავში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობაა, რომლის მთავარი არქიტექტორი თავად იყო.

რაც შეეხება ევროპაში მიღებულ გამოცდილებას, ის ამბობს, რომ პირველად საქართველო სწორედ აღნიშნული სამაგისტრო პროგრამით დატოვა და ამჟამად, რომში გატარებული ყოველი დღე ახალ შთაბეჭდილებებს უკავშირდება.

"საოცარი, თითქოს, დროში გაყინული არქიტექტურა, ცხოვრების სტილი და თვითონ ქალაქია უდიდესი ინსპირაციის წყარო. ის ღირსშესანიშნაობები, რომლებზეც წლების განმავლობაში მიყვებოდნენ ლექტორები, ვაკეთებდი კვლევებს, დღეს უკვე თავად ვარ ამ ყველაფრის ნაწილი. დაეუფლო ისეთ პროფესიას, როგორიც არის არქიტექტურა, რომში საკმაოდ სიმბოლურია, რადგან მთელი ქალაქი ერთი დიდი ღირსშესანიშნაობაა. ახერხებს ეს ქალაქი, გამოგზაუროს წარსულში ისე, რომ არც დღევანდელ რეალობას მოგწყვიტოს და ანტიკური წლების სიდიადეც მოიტანოს შენამდე ", - ჰყვება ის.

მარიკასთვის რომის ცხოვრების სტილი და რიტმი საუცხოოა, რაც, მისი განმარტებით, ხაზს უსვამს იტალიელი ხალხის მთავარ მახასიათებლებს, სიცოცხლისადმი სიყვარულს და ნათელ ფერებს საზოგადოების ყოველდღიურობაში.

ევროპაში განათლების მიღების სპეციფიკურობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის იქ დამკვიდრებული სწავლების მეთოდი განსაკუთრებულია ფაკულტეტზე არსებული მეტი ჯგუფური სამუშაოების თვალსაზრისით. მარიამის აზრით, მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების, სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლების კომუნიკაციას.

"გვეძლევა საშუალება, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი კულტურა და ტრადიციებისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული გადაწყვეტები. თავისუფალ დროს, ვაცნობთ ერთმანეთს სამზარეულოს, ცეკვებს, ღირსშესანიშნაობებსა და აშ. მიყვარს ქუჩაში, ბორდიურზე ჯდომა და ჩანახატების კეთება, ამიტომ მუდმივად ვცდილობ, ხშირად დავიტანო ფურცელზე და ასე დავიმახსოვრო მომენტები", - გვეუბნება რესპონდენტი.

მარიამი იტალიური განათლების სისტემაზე ამბობს, რომ მისთვის სიახლე სწავლის პროცესში დამკვიდრებული კონკურსები იყო, სადაც სტუდენტები არქიტექტურული პროექტების რეალურ ვარიანტებს წარადგენენ. მისი თქმით, ეს მოტივაციას მატებს სტუდენტს საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რადგან როგორც გვეუბნება, სამომავლოდ, საგამოცდოდ წარდგენილი საავტორო მასალებით შეიძლება რომელიმე შენობის პროექტი შეიქმნას.

"ამ მიდგომით სახელმწიფო ინვესტიციას დებს არა მხოლოდ ახალი და საინტერესო სივრცეების შექმნაში, არამედ საუკეთესო პროფესიონალების ჩამოყალიბებაშიც, რამეთუ ჯანსაღი კონკურენცია ყველაზე მეტად ზრდის პროფესიონალს", - თქვა მარიკამ.

ჩვენი რესპონდენტი საზღვარგარეთ განათლების მიღების მსურველებს ურჩევს, გადაწყვეტილების მიღებისას დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ და საკუთარი თავის რწმენა სწავლის მიღების რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე ბოლომდე შეინარჩუნონ.

კითხვებზე, თუ სად ხედავს საკუთარი შესაძლებლობების განვითარების უკეთეს პერსპექტივას, გვიზიარებს, რომ ევროპული განათლების მიღების შემდგომ, ის აუცილებლად დაუბრუნდება სამშობლოს, სადაც საკუთარი არქიტექტურული კომპანიის დაარსებას გეგმავს.

"ჩემთვის ზუგდიდის განვითარება ყველაზე დიდ მისიად ისახება,რადგან ამ ეტაპზე მცირე "კაფის" პროექტმა, რომელიც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გავაკეთე, იმხელა იმედი და მოტივაცია მომცა, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემი, როგორც არქიტექტორის, ბედნიერება სწორედ ჩემი ქალაქის უკეთესობისკენ შეცვლილ იერსახეშია", - ასრულებს საუბარს სამომავლო გეგმებით.

ბოლოსკენ, მარიკა ყურადღებას საქართველოს რეგიონებზე ამახვილებს, რომლებიც, მისი თქმით, ახალგაზრდებისგან დაცლილი და ყურადღების მიღმა დარჩენილია. იმედოვნებს, რომ უცხოეთში მიღებული განათლებით, ქვეყნის წარმატებული ახალგაზრდები საკუთარ ცოდნას სამშობლოს წინსვლას მოახმარენ.


ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.