რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყეში კოცონის დანთებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული სატყეო სააგენტო ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, სააგენტომ საქართველოს მასშტაბით, ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა.

„სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცე¬ულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე ხან¬ძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კე¬რი¬დან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად კი, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, დაჯარიმდება ასიდან ორას ლარამდე.

ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ან მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.