ახალი ამბები
ენგურის ხიდზე სამედიცინო შემოწმება დაიწყო
ენგურის ხიდზე ე.წ გამშვებ პუნქტთან მობილური პოლიკლინიკაა განთავსებული, სადაც მოქალაქეები სამედიცინო შემოწმებას გადიან. ადგილობრივების ინფორმაციით, შემოწმება დღეს დაიწყო და ის ძირითადად ზუგდიდიდან გალის მიმართულებით მიმავალ პირებს ეხება.

"ყველას ამოწმებენ. სავარაუდოდ კორონავირუსთან დაკავშირებით. მე დიხაზურგადან მოვდივარ ზუგდიდში. მეც გავიარე შემოწმება. სიცხე გამიზომეს და რენდგენი გადამიღეს", - ამბობს გალის მცხოვრები.  

მისივე თქმით, გადასასვლელთან სადაც სპეციალური ამბულატორიაა, რიგი დგას.
28 იანვრიდან სოხუმმა კორონავირუსთან დაკავშირებით ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის  პრემიერ - მინისტრის ვიტალი ბგანბას დავალებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „ფსოუსა“ და „ენგურის“ ე.წ. გამშვებ პუნქტებზე განთავსდა მობილური პოლიკლინიკები, სადაც დისტანციური თერმომეტრებით ამოწმებენ მოქალაქეებს. გარდა ამისა, საგანგებოდ შეკრებილ თათბირზე ითქვა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე ინფექციის მატარებლების შესვლის თავიდან აუცილებლად შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა და გამკაცრდება კონტროლი შრომითი ემიგრანტების შემოდინებაზე“.

„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს“ მონაცემებით, დღესდღეობით ოკუპირებულ რესპუბლიკაში კორონავირუსის ინფექციით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.