ახალი ამბები
საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეტაპობრივად სრულდება საქართველოს მასშტაბით 2013 წელს დაწყებული სკოლების მშენებლობები და რვა ახალი სკოლის მშენებლობა იწყება. რეაბილიტაცია უტარდება 400-ზე მეტ საჯარო სკოლას, მათ შორისაა თბილისის 64 საჯარო სკოლა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის 133-ე საჯარო სკოლას ეწვია და სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას. 133-ე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია - გარემონტდა და მოეწყო საკლასო ოთახები, ამჯერად, დერეფნების რემონტი, იატაკისა და კარებების შეცვლა და სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მოეწყობა ექიმის კაბინეტი. რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე ასევე დაგეგმილია სარინელის, წყლის გადამყვანი და სადრენაჟო სისტემის მოწყობა, არსებული ელექტროსისტემის რეაბილიტაცია. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლა სრულად რეაბილიტირებული იქნება. სარემონტო სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს დანარჩენ საჯარო სკოლებშიც. ასევე, 2014 წელს მოხდება 44 საჯარო სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა დამონტაჟდება. მინისტრის განცხადებით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება ვინაიდან, სასკოლო ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება. ამ მიმართულებით სამუშაოები გეგმაზომიერად, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით გაგრძელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.