ახალი ამბები
პრეზიდენტი მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ულოცავს. "ძვირფასო ბავშვებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო, მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღეიდან ათასობით ბავშვი, ახალგაზრდა და პედაგოგი განახლებული ენერგიითა და შემართებით შეუდგება ყოველდღიურ შრომას ცოდნის დაუფლებისა და გაღრმავებისათვის. იწყება ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს მათ, ვისთვისაც იგი მარად დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა თუ უნივერსიტეტის კარი. ჩემთვის, როგორც ყოფილი პედაგოგისა და რექტორისათვის, ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ღრმად მწამს, რომ თითოეული მოქალაქის ინტელექტი და შესაძლებლობები ის ფუნდამენტია, რომელზეც ქვეყნის სიძლიერე, კეთილდღეობა და მშვიდობა შენდება. ამდენად, ცოდნის გადაცემისა და დაუფლების პროცესი არსებითია ნებისმიერი საზოგადოების განვითარებისთვის. შემეცნების სიხარულით აღსავსე, წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ", - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.