ახალი ამბები
ირაკლი ალასანიამ გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ალასანია ვილდფლეკენის სამხედრო ბაზას ესტუმრა. მათივე ცნობით, გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული გადის წვრთნას. ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან, სადაც "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში მიიღებენ მონაწილეობას. თავდაცვის მინისტრმა საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროცესს გაეცნო. "დღეს შეფასება, რომელიც გერმანელმა გენერლებმა, ოფიცრებმა მოგვცეს, საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფის არის უმაღლესი. მე ვარ მართლაც ძალიან ამაყი, თუ რამხელა გამოცდილება შეიძინეს და ასევე რა სწრაფად აიღეს გერმანული სამხედრო ტაქტიკა ჩვენმა ქვედანაყოფებმა, მეთაურებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ერთობლივი სამხედრო ოპერაციებში ყოფნის. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვედანაყოფების ერთად ოპერაციაში ყოფნა, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს დიდ საფუძველს უქმნის. მე მეამაყება, რომ ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლის ქვედანაყოფები ასე გამორჩეულები არიან ყველგან, ეს იქნება ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში თუ გერმანელებთან ერთად ახალ მისიაში", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის 37-ე მექანიზირებული ქვეითი ბატალიონის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბროიერი ქართველი სამხედროების მომზადების დონეს მაღალ შეფასებას აძლევს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.