ახალი ამბები
ილია მეორეს საახაწლო მილოცვა: „ღვთის წყალობით საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული“
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა. მილოცვის ტექსტს სრულად გთავაზობთ: "ღვთივკურთხეულო ჩვენო სულიერო შვილებო, საქართველოში მცხოვრებო სხვადასხვა ერებისა და რელიგიების წარმომადგენელნო, უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობას და ახალ წელს! ყოველ წელს ჩვენ ველოდებით სიახლეს. ვთხოვთ უფალს ბედნიერებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნება დაემორჩილება ღვთის ნებას. თუ ჩვენ გავაკეთებთ სიკეთეს და ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს განსაცდელი. ნუ შეგეშინდებათ ამისი. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო იქნება ბედნიერი. დღეს, როდესაც ადამიანი დგას მრავალი პრობლემების წინაშე, უნდა გააძლიეროს ლოცვა. ჩვენ მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა ღვთისადმი, მაცხოვრისადმი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი. ღვთის წყალობით ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული. ახლა კი ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ დალოცვის ლოცვა. "გარდამოიხილე ზეცით ღმერთო და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან!" "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!" ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ!"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.