ახალი ამბები
ჯოხარ ცარნაევს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
ბოსტონის ტერაქტში ბრალდებული, 21 წლის  ჯოხარ ცარნაევი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს. მათ ცარნაევის მიმართ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ნაფიცი მსაჯულების მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ცარნაევი ინდიანას შტატის ფედერალურ ციხეში გადაიყვანეს. აპელაციის გათვალისწინებით, განაჩენს,რომელიც ლეტალური ინიექციის საშუალებით განხორციელდება, სავარუდოდ, რამდენიმე  წლის შემდეგ მოიყვანენ სისრულეში. მსჯავრდებულისთვის განაჩენის გამოსატანად ნაფიც მსაჯულებს, საერთო ჯამში, 14 საათი დასჭირდათ. ჯოხარ ცარნაევს ბრალი 30 მუხლით ჰქონდა წარდგენილი. ნაფიცმა მსაჯულებმა ბოლო სხდომაზე 30-ვე პუნქტში დამნაშავედ ცნეს, მათ შორის იმ 17-ში, რომელიც კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. 2013 წელს, 15 აპრილს, ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის დროს,მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 264 ადამიანი. ეჭვმიტანილთა შეპყრობის ოპერაციის დროს 19 აპრილს, სასიკვდილოდ დაიჭრნენ პოლიციის ოფიცერი და ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 26 წლის ტამერლან ცარნაევი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.