ახალი ამბები
სურსათის სააგენტოს კვლევით, საქართველოში გენმოდიფიცირებული სურსათი არ გამოვლენილა
სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გენმოდიფიცირებული სურსათი არ აღმოჩენილა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, კახა სოხაძემ განაცხადა, პროდუქციის შემოწმება მათი სააგენტოს მიერ ორი წელია ხორციელდება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე არ აღმოჩენილა. მისივე ინფორმაციით, ძირითადად მოწმდება იმპორტირებული სურსათი, რომელიც, მსოფლიო გამოცდილებით, მიჩნეულია, გმო-ს შემცველ რისკ პროდუქტად. "ეს არის სოიო და მისი პროდუქტები, სიმინდი და მისი პროდუქტები, კარტოფილის სახამებელი, ბრინჯი და ა.შ. საქართველოში გმო-ინდუსტრია განვითარებული არ არის და ძირითადად. ეს ეხება იმპორტირებულ სურსათს", -განაცხადა კახა სოხაძემ. სურსათის დეპარტამენტის უფროსის კახა სოხაძის ინფორმაციით, კანონი - "სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ" 2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში, თუმცა სურსათის ხარისხს 2009 წლიდან "სურსათის ეტიკეტირების წესი" არეგულირებდა. 2013 წლიდან კი სისტემატურად ხდება პროდუქციის შემოწმება. "იმ შემთხვევაში თუ სურსათი ან ცხოველის საკვები შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს უნდა იყოს აღნიშვნა პროდუქციაზე დატანილი. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო მეორე წელია კვლევებს ახორციელებს და ლაბორატორიულად იკვლევს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუშების გამოკვლევას. ეს პროგრამა დღესაც მიმდინარეობს და ჩვენი თანამშრომლები იღებენ ნიმუშებს, გზავნიან შესაბამის ლაბორატორიაში. ეს არის კონტროლის მექანიზმი. თუ გამოირკვევა რომ სურსათი შეიცავს გმო-ს და მასზე არ არის დატანილი ამის შემდომ ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდება", - განაცხადა კახა სოხაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.