ახალი ამბები
ნინო ქადაგიძე-ჟვანია - ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან
ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ქადაგიძე-ჟვანია ფიქრობს, რომ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან, - ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების პირობებში მიმდინარე საქმეზე დაკითხვისას განაცხადა. როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ აღნიშნა, არსებობს გარკვეული გარემოებები, რაც აფიქრებინებს, რომ ჟვანიას დაცვის ყოფილი წარმომადგენლები, ხარშილაძე და ძაძამია ტყუიან. ქადაგიძემ გაიხსენა გარდაცვალების დღე. მისი თქმით, 2 თებერვლის ღამის 3-დან 4 საათამდე რეკავდა და ძაძამია ეუბნებოდა, რომ 5-10 წუთში დაალაპარაკებდა მეუღლეს. შემდეგ როგორც ქადაგიძე ამბობს, იგი ფეხით წამოვიდა წყნეთიდან და შუა გზაში დაეწია მანქანა. ცოტა ხანში კი მას დაურეკეს და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მისივე თქმით, როდესაც მივიდა გარდაცვალების ადგილას, კობა ხარშილაძე მას შესვლის უფლებას არ აძლევდა. სახლთან კი ბევრი პოლიციელი და დაცვის თანამშრომელი იყო. მოგვიანებით კი, როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მან მოახერხა ბინაში შესვლა და ნახა რაულ უსუპოვი და ზურაბ ჟვანია, რომლებსაც თეთრი პერანგები ეცვათ. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ ჰგონია გარდაცვლილის მეუღლეს, რომ ხარშილაძე და ძაძამია იტყუებიან, როგორც ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ აღნიშნა, ყველამ იცოდა როგორ ცხოვრობდა და როგორი ადამიანი იყო ზურაბ ჟვანია. "რატომ მგონია რომ ესენი იტყუებიან. ღამის 3 საათზე კორპუსში გაზი გადაკეტილი იყო. რაღაცას ბოდავენ. ესენი ამბობენ, რომ ძაძამიამ დაურეკა ხარშილაძეს. შემდეგ ხარშილაძემ ფანჯარა გატეხა და გაზი გამოვარდა ფანჯრიდან, რომელსაც ვერ იგრძნობდა ხარშილაძე იქიდან გამომდინარე, რომ გაზს სუნი არ აქვს. ასევე ხარშილაძე ამბობს, რომ გაზის შიშინი ესმოდა და გამათბობელი გამორთო. ექსპერტიზის შედეგად კი გაირკვა, რომ გამათბობელი ჩართული არ ყოფილა, რადგან ნამწვავი არ ქონია. ასევე საეჭვოა ის გარემოება, რომ მეზობლები არაფერს ამბობენ, რადგან გაფრთხილებული იყვნენ, რომ ხმა არ ამოეღოთ და მათ ეშინოდათ. ასევე კიდევ ერთი გარემოება, მწეველი ზურა, რომელიც 2 კოლოფს ეწეოდა დღეში, დახურულ ფანჯარაში ვერ გაძლებდა. ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთი ფანჯარა საკეტით არ იკეტებოდა", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.