
საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ერთსქესიან წყვილებს ქორწინების, ხოლო ერთსქესიან ოჯახებს ბავშვის შვილად აყვანის უფლება ეძლევათ.
ამ გადაწყვეტილებას წინ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ცხარე დებატები და მასობრივი დემონსტრაციები უძღოდა.
საფრანგეთი ევროპის მე - 14 ქვეყანა გახდა, რომელმაც ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა. ამასთან, გეი-ქორწინებები ლეგალიზებულია არა მარტო ტრადიციულად ლიბერალურ ნიდერლანდებსა და სკანდინავიაში, არამედ, კათოლიკურ ესპანეთსა და პორტუგალიაშიც. ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონების საკითხს ამჯერად ბრიტანეთის პარლამენტი განიხილავს.
bbc
მასალის გამოყენების პირობები