საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები
სამეგრელოს რეგიონს ესტუმრნენ.
ელჩებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებული პროექტები,
რუხის მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი და მრავალპროფილიანი მშენებარე
კლინიკა დაათვალიერეს.
მათთან ერთად პროექტების პრეზენტაციას საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი
მოადგილე ვალერი კვარაცხელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი
ლევან შონია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია
ესწრებოდნენ.
„მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
გავაცნოთ ის შესაძლებლობები და პროექტები, რომლებიც რეგიონში
ხორციელდება. განსაკუთრებით საოკუპაციო ზოლთან“- განაცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
სტუმრები სამეგრელოს რეგიონის, როგორც ეკონომიკურ ასევე ტურისტულ
პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს გაეცნობიან. ორდღიანი დიპლომატიური
ტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით
ტარდება.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები