სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო - საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა 2016“
დაესწრო.
ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების
აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით
გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ
მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის
მადლობა გადაუხადა. მან გამოთქვა იმედი, რომ სენაკი გახდება
ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში.
საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართა შეჯიბრი ქართულ
ჭიდაობაში. ასევე წარმოდგენილი იყო რეწვის ნიმუშებისა და სოფლის
პროდუქტების გამოფენა. პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოს რეგიონის
მუნიციპალიტეტების მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები