ახალი ამბები
ადიდებული ღელეები და დაზიანებული საავტომობილო გზა - სტიქია მესტიაში
მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ, მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა.

უხვმა ნალექმა მულახში “ხერაში“-ს ღელეს ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ჭოლასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა. გარდა ამისა, ტრანსპორტით გადადგილება ნაწილობრივ პარალიზებულია მულახისა და მუჟალის საავტომობილო გზაზე.

ადიდებულმა ლენჯერში „კაერის“ ღელემ საგზაო ინსფრასტრუქტურას საფრთხე შეუქმნა, თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გამგეობაში შექმნილია საგანგებო შტაბი. ამ დროისთვის სტიქიის ზონებში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტიქიამ პრობლემები მესტიაში რამდენიმე დღის წინაც შექმნა. მთელი ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, რამდენიმე თემში, მათ შორის, ბეჩოში, მულახსა და ლენჯერში წაღებულია ხიდები და გაბიონები. გარდა ამისა, დაზიანდა სავალი გზა. გარდა ამისა, გაზიანდა მშენებარე ჰესი.

ამავე თემაზე:

მესტიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

წაღებული ხიდები, დაზიანებული ჰესი და სავალი გზები - სტიქია მესტიაში
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.