ახალი ამბები
დევნილთა საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში

ჩასახლებული დევნილების მდგომარეობის განხილვას ხმაური მოჰყვა. აღნიშნული საკითხი ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა ანი წითლიძემ წამოჭრა და საკრებულოს სხდომაზე დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მოწვევა ითხოვა.

 

„იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თავის დროზე, როდესაც ბინების გადანაწილების საკითხი იყო, ისინი შიმშილობდნენ. გაუსაძლისია მათი მდგომარეობა. მე გეკითხებით თქვენ, იღებთ პასუხიმგებლობას მათ სიცოცხლეზე?“, - მიმართა წითლიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თაზო ფაცაციას.

თავის მხრივ, ფაცაციამ აღნიშნა, რომ ის ადგილზე იმყოფებოდა და მისი შეფასებით, რაიონული საავადმყოფოს ყოფილი შენობაში ცხოვრების პირობები უმძიმესია, თუმცა, ბინების გადანაწილება შესაბამისი წესების მიხედვით ხდება.

 




ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ორი დღის განმავლობაში იატაკი ორჯერ ჩაინგრა. იქ მცოხვრები დევნილები ამბობენ, რომ შენობაში ყოფნა მათთვის საშიშია და განსახლებას ითხოვენ. ისინი ადგილობრივ ხელისფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას ინფორმაციით, ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებული დევნილები არ ექვემდებარებიან სასწრაფო განსახლებას. ჩილაჩავას თქმით, აღნიშნულს 2015 წლის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოსკოვის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. აღნიშნულ ფართობზე კი დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსები აშენდება.

ამავე თემაზე:

რაიონულ საავადმყოფოში იატაკი ისევ ჩაინგრა - დევნილები შიმშილობით იმუქრებიან (ვიდეო)

 

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.