ახალი ამბები
სააკაშვილის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვება (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ოფისის ორგანიზებით ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებენ. მოვაჭრეებისა და მყიდველების ნაწილი სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით დოკუმენტს ხელს სურვილისამებრ აწერს. ისინი სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოსა და უკრაინაში აღძრულ საქმეებს უკანონოს უწოდებენ.

„სირცხვილია, რომ ჩვენ არ ვიცავთ მას ისე, როგორც უკრაინაში. უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ხელისუფლებაში. ვაპროტესტებთ მის უკანონო დევნას“, - ამბობენ მისი მხარდამჭერები.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანი წითლიძის თქმით, სამი დღის განმავლობაში ზუგდიდის მასშტაბით 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

„ჩვენი მიზანია, რომ შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ყველა პოლიტპატიმარზე პოლიტიკური დევნა, რადგან ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნა წითლიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 19 დეკემბერს დაიწყო. პროცესი 10-დან 15 იანვრამდე დასრულდება.

ამავე თემაზე:

ენმ ზუგდიდში სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

ენმ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას ზუგდიდშიც გეგმავს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.