ახალი ამბები
ფესტივალი "გზა ერთობისკენ - რუხი 2018" (ფოტო)
სოფელ რუხში ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ მარათონით გაიხსნა. მასში მონაწილეობა რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებმა მიიღეს. მარათონის თანაორგანიზატორი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტია.


გახსნის ცერემონიას საამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, "საპარტნიორო ფონდის" დირექტორი დავით საგანელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. 




შეკრებილებს სიტყვით რეგიონის გუბერნატორმა ლევან შონიამ მიმართა, რომელმაც რუხის სავაჭრო ცენტრის მნიშვნელობასა და მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.



რუხის სავაჭრო ცენტრში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი საპარტნიორო ფონდია. ღონისძიებების ორგანიზატორების ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტები, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია და სხვ. ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ბავარიის ლუდის ფესტივალიც ჩატარდება, რომლის გამარჯვებული ამსტერდამში საგზურს მოიპოვებს.

ღონისძიებას საპარტნიორო ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთი სამხარეო ადმინისტრაცია

ამავე თემაზე:

„გზა ერთობისკენ“ - ერთთვიანი ფესტივალის განრიგი რუხში
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.