ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მშენებლობის საკითხს საკრებულოში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე  მშენებლობის დაწყებას შიდა და გარე მოვაჭრეები აპროტესტებენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მაღაზიები სწორედ იმ ტროტუარზე განთავსდება სადაც მათ ვაჭრობა აეკრძალათ.

"თუ ტროტუარი იყო და ჩვენი მანდ დგომა არ შეიძლებოდა, მაღაზიების განთავსება რატომაა დაშვებული", - ამბობენ გარემოვაჭრეები.

შპს "ცენტრალური სუპერმარკეტის" ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თქმით, ბაზრის ღობე, რომლის დანგრევაც იგეგმება მათი საკუთრებაა და სასმართლოს გადაწყვეტილებამდე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

"ჩვენ გვაქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა თავის დროზე რეესტრში აღნიშნული ღობე რომელსაც ფასადს ეძახით არ დარეგისტრირდა საკუთრებად. თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს ჩვენი საკუთრებაა. მშენებლობა ისე დაიწყეს არც გვკითხეს. ამ შემთხვევაში ირღვევა ჩვენი, როგორც მესაკუთრეების უფლება. მოვითხოვთ, რომ დღესვე ამ საკრებულოს დასრულებისთანავე შეაჩერონ მშენებლობა", - თქვეს სხდომაზე ბაზრის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ ნონა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, თუ მშენებლობას არ შეაჩერებენ ისინი შედეგებზე პასუხს არ აგებენ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ მათ უთხრა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

"მერიას მშენებლობის ნებართვა აქვს სამართებლივ საფუძველზე გაცემული. ჩვენ ერთი მხარის პრეტენზიებს მოვუსმინეთ და მხოლოდ მათი პრეტენზიის საფუძველზე ვერ მიიღებს მუნიციპალიტეტი გადაწყევეტილებას. ვიცით, რომ ეს საკითხი სასამართლოშია შეტენილი, შესაბამისად თუ ჩვენ გვექნება სასამართლოსგან შუამდგომლობა მშენებლობის შეჩერების შესახებ, თავისთავად შეჩერდება", - თქვა წოწერიამ.

აღნიშნული საკითხი რიგგარეშე სხდომაზე ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ დააყენა. მისი მტკიცებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება ექსკლუზიურად საკრებულოს სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას მამაზე გაიცა.

"სწორედ ამ ნეპოტიზმისა და კორუფციული გარიგების შედეგად გასცა ზუგდიდის მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა. ჩვენ ვითხოვთ, რომ სანამ სასამართლო და პროკურატურა ამ საკითხს იკვლევს შეჩერდეს მშენებლობა", - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ საკრებულოს სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სანდრო სორდიას განმარტებით, მშენებლობის ნებართვის უფლება მიიღო 22 ადამიანმა და არა მხოლოდ მისიმა ოჯახის წევრმა.

"სამართლიან სახელმწიფოში ქონების რეალიზაციის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველას",- მიიცჩევს სორდია.

ამ საკითხის მოკვლევის მიზნით, რამდენიმე დღის წინ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ანა წითლიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. წითლიძის მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორიის დაკანონება არასამართლიანი და უკანონოა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.