ახალი ამბები
გუბერნატორი ზუგდიდის სოფლების გამგებლებს: მინდა, პრობლემების გადასაჭრელად ვითანამშრომლოთ
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორიალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც თითოეულმა წარმომადგენელმა განხორციელებულ, დაგეგმილ და შეფერხებულ პროექტებზე ისაუბრა. ამავე ცნობით, სოფლებში გზის საფარის, სანიაღვრე და წყალსაწრეტი არხების, სკოლებსა და საბავშვო ბაღების პრობლემა გამოიკვეთა.

„საუბარი ასევე შეეხო კოოპერატივების ბალანსზე არსებულ ძველ, ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ნაგებობებსაც, სადაც ამბულატორია, საჯარო ბიბლიოთეკა და ზოგან, საბავშვო ბაღებია განთავსებული“, - აღნიშნულია პრესსამსახრუის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე მოწერელიამ კი სოფლების გამგებლებს უთხრა, რომ თითოეული პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრება და მათ ამ კუთხით თანამშრომლობა შესთავაზა.

„ვხედავ, რომ უამრავი პრობლემაა და მინდა, ვითანამშრომლოთ თითოეული მათგანის გადაჭრის მიზნით. ეს ერთბაშად ვერ მოხერხდება, თუმცა პრიორიტეტულ საკითხებად დავყოფთ და ეტაპობრივად შევძლებთ დაბრკოლებების დაძლევას“. - განაცხადა გუბერნატორმა.

მანამდე მოწერელია ზუგდიდის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებსაც შეხვდა.


ამავე თემაზე:

გუბერნატორი ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს: არასაკმარისია მოქალაქეებთან კომუნიკაცია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.