ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტის ადლი მანსურის ბრძანებულების თანახმად, 15 დღის განმავლობაში საკონსტიტუციო ასამბლეა შეიკრიბება, რომელიც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან ცვლილებებს მოამზადებს. ეს ცვლილებები უნდა მიიღოს რეფერენდუმმა, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება. ამის შემდეგ, მომავალი წლის თებერვალში ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ქვეყანაში სრულყოფილი პარლამენტის ამოქმედების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.
ამავე დროს, „მუსლიმთა საძმომ“ მურსის მხარდმჭერებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა. ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები ჯერაც ქუჩაში ათევენ ღამეს და სამხედროებს არ ემორჩილებიან.
მასალის გამოყენების პირობები