ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრი გალის შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს
შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენაზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ქართული მხარე ამისთვის სრულ მზაობას გამოთქვამს.

„თანათავმჯდომარეებმაც დააყენეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის აუცილებლობა, რადგან ის წარმოადგენს სწორედ იმ ფორმატს, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ყველა ინციდენტზე იქნეს რეაგირება. სწორედ ასეთ ფორმატში ხდება აუცილებელი ინფორმაციის გაცვლა. მათ შორის, მასალების, მტკიცებულებების თუ გამოძიებისათვის საყურადღებო ნებისმიერი დეტალისა. რა თქმა უნდა, ველოდებით რუსული მხარისაგან, იმიტომ რომ დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება რუსების მიერ უკანონოდ დაკავების პერიოდში, იზოლატორში მოხდა. დღემდე მოწოდებული ინფორმაციით, თვითმკვლელობის შედეგად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენთვის ობიექტური გარემოებების დაგდგენა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მან სენაკში, სადაც ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა.

გასული წლის ივნისიდან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრები აღარ იმართება. 2018 წლის ივნისში, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.