ახალი ამბები
ფეისბუქის აფხაზური სეგმენტის ნაწილი: კილტიან ტურისტზე თავდასხმა დადგმული პროვოკაციაა
აფხაზეთის და ფაქტო რესპუბლიკის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტრო, 14 ივნისს, რიწის ტბასთან მომხდარ ინციდენტს და ბოლო დროს, საექსკურსიო მარშრუტებზე გახშირებულ სხვა პროვოკაციებს გამოეხმაურა. უწყება აფრთხილებს ყველა ტუროპერატორს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს თავის პერსონალს და ასევე, მძღოლებს, რათა მათ, არასტანდარტული სიტუაციების დროს და ტურისტების მხრიდან პროვოკაციული ქმედებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავებს, წერს „აბხაზია ინფორმი“.

ინციდენტი, რომელიც რიწის ტბასთან მოხდა, ერთ - ერთმა ტურისტმა გადაიღო, ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ დაესხნენ თავს ადგილობრივი მცხოვრებლები დამსვენებელს, რომელსაც შოტლანდიური კილტი (ქვედა ბოლო, რომლესაც მამაკაცები ატარებენ) ეცვა და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოცემა წერს, რომ ვიდეოს ფეისბუკის აფხაზური სეგმენტის მომხმარებელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი ნაწილი გმობს მომხდარს და თვლის, რომ ეს დაპირისპირება დადგმული სპექტაკლია ორი ახლგაზრდა მამაკაცის მონაწილეობით, რა დროსაც ერთი იღებდა, ხოლო მეორე კამერაზე „მუშაობდა“. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს არის აფხაზური კურორტების დისკრედიტაციისკენ მიმართული პროვოკაცია.

ამავე თემაზე:

აფხაზეთში ადგილობრივებმა ტურისტი შოტლანდიური კილტის ტარების გამო სცემეს (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.