ახალი ამბები
იულია სუსლიაკის საქმე უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადაეცა
საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სუსლიაკის საქმე უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადაეცა.

"გამომდინარე იქედან, რომ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, იულია სუსლიაკის  სისხლის სამართლის საქმე იგზავნება უკრაინის გენერალურ  პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ, საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების ვერც ერთი სახეს  ვეღარ გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ  ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას  საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის  ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა,  აქამდე ქართულ  მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია. შესაბამისად,  უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება  ეფექტურად შეძლებს მოიპოვოს სისხლის სამართის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ხსენებულ საქმეზე მართლმსაჯულების  განხორციელებას. იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის  შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად,  დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით იხელმძღვანელა და იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვი   მათი მეურვეობისა და  ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფის შესახებ გარანტიების მიღების შემდეგ უკრაინას გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინის მოქალაქე დღეს გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

ამავე თემაზე:
იულია სუსლიაკი: გარანტიას ვიძლევი, რომ საქმის გამყალბებლები პასუხს აგებენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.