ახალი ამბები
დადიანების მუზეუმში ბილეთის ფასის გაზრდა გაზაფხულიდან იგეგმება
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები შეიცვალა.

10 ლარის ოდენობით დადგინდა ბილეთის ფასი ქვეყნის რამდენიმე, მათ შორის, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორებისთვის.

რაც შეეხება ზუგდიდის დადიანების სასახლეს, აქ მომსახურების ფასი ჯერ არ გაზრდილა, თუმცა, როგორც მუზეუმის დირექტორმა ლილი ბერაიამ გვითხრა, ბილეთის საფასური რამდენიმე თვეში გაიზრდება. 

"იძულებულები ვართ ფასი ჩვენც გავზარდოთ, რადგან მუზეუმების მოვლა-პატრონობა ძვირი ჯდება. გაზაფხულისთვის ჩვენთანაც იგეგმება ფასის ზრდა. ბილეთის საფასური 5-ის ნაცვლად 10 ლარი იქნება. ახლა იმიტომ არ გავზარდეთ, რომ ველოდებით ახლად რეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლის გახსნას. მას შემდეგ, რაც ნიკოსეული სასახლე გაიხსნება, ეკატერინესეული სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება", - უთხრა რადიო "ათინათს" ბერაიამ.

სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მატარებელი საქართველოს მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოხმარდება. მათივე ცნობით, ამავდროულად, გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.