ახალი ამბები
სოხუმი: აფხაზეთში „ფსოუდან“ 50 - მდე მოქალაქე არ შეუშვეს
8 თებერვლიდან დღემდე, „ფსოუს“ გამშვები პუნქტის გავლით, აფხაზეთში ყირგიზეთის, ჩრდილოეთ კორეის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის 50 - მდე მოქალაქე არ შეუშვეს. ამის შესახებ „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ „აფხაზეთში რუსეთის ელჩს“ ალექსეი დვინიანინს განუცხადა, წერს „აფსადგილ ინფო“. შეხვედრაზე მხარეებმა, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „რუსეთ - აფხაზეთის“ საზღვარზე გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სოხუმის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ტაჯიკეთის, კორეის, ჩინეთის და ყირგიზეთის მოქალაქეებს შეეზღუდათ შესვლა, ამის შესახებ აფხაზურ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა ანდრეი ბობუამ გასულ კვირაში განუცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები „საზღვარზე“ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესდა. თუმცა, მისივე თქმით, დროებითი შეზღუდვები არ შეეხება მაგალითისთვის, რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, უკრაინის მოქალაქეებს.

აღნიშნული შეზღუდვები 2020 წლის 7 მარტამდე იმოქმედებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.