ახალი ამბები
ზუგდიდში 8 პირი ნარკოტიკული ნივთიერებით მოიწამლა - ორი მათგანი მართვით სუნთქვაზეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დღის სხვადასხვა მონაკვეთში 8 ახალგაზრდა მამაკაცი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს. ექიმების თქმით, მათგან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა და პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, სასიცოცხლო ნიშნებით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. ამავე ცნობით, დანარჩენები სხვადასხვა განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას.

"დღის განმავლობაში შოკის დარბაზში შემოყვანილია რვა პაციენტი, აქედან ორი პაციენტი თვითდინებით არის შემოყვანილი, უცნობი პირების მიერ უგონო მდგომარეობაში. 2 პაციენტი სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. დანარჩენი პაციენტებს ჩაუტარდათ კვლევები, სათანადო დახმარება, რის შემდეგადაც ისინი განაგრძობენ მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში. ექვსი პაციენტი მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ექვსივე პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები: გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები, აღენიშნებათ გულისრევა და ღებინება, არიან უმართავები. ყველა პაციენტი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ძირითადად ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია. პაციენტები 18-დან 35 წლამდე პირები არიან. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის ჯერჯერობით მძიმე", - ამბობს ექიმი მაია ესებუა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.