ახალი ამბები
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატობის კანდიდატი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს
„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის პირველი მაჟორიტარულ ოლქში, ბათლომე შელია ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. შელიას განმარტებით, მის წინააღმდეგ გასული წლის აპრილში დაწყებული სისხლის სამართლის საქმე განაახლეს და სასამართლო მოსმენები დაინიშნა. ოპოზიციის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესები მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. შელია გასულ წელსაც, გამოძიების დაწყებიდან მალევე ირწმუნებოდა, რომ ეს საქმე მისთვის წინასაარჩევნოდ "დამოკლეს მახვილი" იქნებოდა.

„მათივე კვლევებით დიდი უპირატესობა მაქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატთან შედარებით. სწორედ ამ დროს არჩევნებამდე 20 დღით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს ამ საქმით, თუმცა არ გამოუვათ და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ნახავს რა მოხდა იმ დროს“, - აღნიშნა მან.

საქმე ეხება 2020 წლის 7 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ბათლომე შელია, სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია და სხვა პირები მონაწილეობდნენ. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.