ახალი ამბები
საქართველოში გლოვის დღეა
მთავრობის განკარგულებით,დღეს, 30 ივლისს, გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში გლოვის დღეა. დაშვებულია სახელმწიფო დროშები ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე ქვეყნის მასშტაბით.

29 ივლისს, გუდაურის მიმდებარედ პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი ადამიანის სამაშველო ოპერაციისთვის გამგზავრებილმა შსს-ს კუთვნითლმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად დაღუპულია ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. ასევე, გარდაცვლილია ერთ-ერთი პარაპლანისტიც, უცხოელი, რომლის სამაშველო ოპერაციაც მიმდინარეობდა. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი დაშავდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.

რადიო "ათინათი" უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.