ახალი ამბები
ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება
ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, შესაბამისი ცლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. ამასთან, როგორც მაია ბითაძე ამბობს, საკანონმდებლო პაკეტი უსაფრთხო მგზავრობისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით არის მნიშვნელოვანი.

"საკანონმდებლო პაკეტი მომზადდა პარლამენტში დეპუტატების ჩართულობით და შსს-თან ერთობლივი მუშაობის შედეგად. მათ შორის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებიც იყვნენ ჩართული. ვფიქრობთ, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანისა და ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით კანონმდებლობა გავამკაცროთ.

მოგეხსენებათ, დღესდღეობით ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობისთვის სუბიექტი ჯარიმდება მხოლოდ 50 ლარის ოდენობით და მოქმედი კანონმდებლობით, განმეორებითობა არ არსებობს, რაც ხშირად იწვევს იმას, რომ სუბიექტებს ურჩევნიათ გადაიხადონ 50-ლარიანი ჯარიმა და აღარ გაატარონ ავტომობილის ტექდათვალიერება, რადგან შეიძლება, ტექდათვალიერებამ მეტი დანახარჯი გამოიწვიოს მათთვის. ეს ძალიან ცუდად აისახება თვითონ ტექინსპექტირების სისტემაზე, რომელიც ახალი შექმნილია და გარკვეული ზიანის მომტანია თვითონ ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ ჰაერის დაბინძურებაზე.

წარმოდგენილი კანონპროექტით პირველადი ჯარიმა 50 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი და იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ჯარიმის გამოწერიდან 30 დღის განმავლობაში კვლავ დაჯარიმდება აღნიშნული სამართალდარღვევის ხელახალი ჩადენისთვის, გასამმაგდება ჯარიმა. სამი დაჯარიმების ყოველი შემდგომი დაჯარიმება იქნება განსაზღვრული 500 ლარის ოდენობით და მეტი. ბუნებრივია, განსხვავდება ფიზიკური და იურიდიული პირების ჯარიმათა ოდენობები.

ეს არის ერთ-ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ჰაერის დაბინძურების პრევენციის კუთხით იქნა შემუშავებული. მთავრობის მხრიდან ველოდებით, რომ ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კუთხითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება და პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება შეტანილი. კანონპროექტი ს თანახმად, ჯარიმა მიდის ბიუჯეტში. 500 ლარი არის ბოლო ზღვარი და თუ პირი მუდმივად არ გაივლის ტექდათვალიერებას, მუდმივად დაჯარიმდება 500 ლარით", - აღნიშნა მაია ბითაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.