ახალი ამბები
აფხაზური მხარე მზადაა ჟენევის დოსკუსიებში მონაწილეობისთვის - არძინბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ სოხუმი მზადაა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის. ინფორმაცია უწყების ვებგვერდეზეა გამოქვეყნებული.

"4-5 აპრილს დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის ვემზადებით. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერადაც არ გადაიტანენ მას ცალმხრივად და არანაირი ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულეები არ იქნება, მათ შორის ჩვენი თანამშრომლებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის ვიზების აღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ისევ მოვითხოვთ საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებას", - განაცხადა მან.

არძინბას თქმით, აფხაზური მხარე "მჭიდრო კოორდინაციაშია კოლეგებთან რუსეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან".

21 - 22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების შემდეგ ინალ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს სოხუმში შეხვედრების ჩასატარებლად.

მოგვიანებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის გადადების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დაადასტურა. მან განაცხადა, რომ 2023 წლის თებერვლის ბოლოს დაგეგმილი დისკუსიების მორიგი რაუნდი აპრილში გაიმართება.  ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოლაპარაკებების გადადების მიუხედავად, "თანათავმჯდომარეები ყველა მონაწილესთან კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ადასტურებენ როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით".

მიმდინარე წლის მარტში ინალ არძინბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის წინადადებით გამოვიდა. მან "სპუტნიკს" განუცხადა, რომ "ჟენევა სულ უფრო ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსთან მოლაპარაკებების ნეიტრალურ ადგილად და სულ უფრო ნაკლებად მისცეს მონაწილეებს თანაბარი შესაძლებლობები, ხოლო მინსკი შეიძლება გახდეს დიპლომატიური მოლაპარაკებების ეფექტური პლატფორმა".

საერთაშორისო მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჟენევაში 5 ოქტომბერს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
ზუგდიდი მოლში ტანსაცმლის მულტიბრენდული მაღაზია დრესარიუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ისეთი პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა: Hackett; Lion of Porches და Pepe Jeans.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ატარებს ბაზრის კვლევას ზუგდიდის რეგიონალური ოფისისთვის ფართის ქირაობის მიზნით.
თიბისი, როგორც ბიზნესის მუდმივი მხარდამჭერი, ამჯერად ბიზნეს სექტორით, მათ შორის აგრობიზნესით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ არსებული მეურნეობებისა და საწარმოებისთვის ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის 2023 წლის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "f 5" განახლდა. ფესტივალის პირველი სტუმარი მოდერატორთან ერთად მწერალი ნენე კვინიკაძეა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი გოგი რევია, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კონკურსის
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მარტი 2023
ხვალ, 16:30 საათზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (რუსთაველის N54) კვლევის
26 / მარტი 2023
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა პაატა ადამიამ შალვა
25 / მარტი 2023
თბილისში გამართულ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია - გამოფენაზე დღეს წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო
დილის ჩართვა
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.