ახალი ამბები
ხვალიდან ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

მისივე თქმით, ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტები სამი დღის განმავლობაში შეძლებენ, რომ ქულები გაასაჩივრონ და სააპელაციო განაცხადები შეიტანონ.

მისივე თქმით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს ექვს საათამდე, აბიტურიენტებს ექნებათ საშუალება, რომ მათი საგამოცდო ჩამონათვალი ქულებიდან გამომდინარე შესაბამისად შეცვალონ.

“2023 წლის ზაფხულის გამოცდები დასრულდა. 75 000-ზე მეტი აპლიკანტი გვყავდა. მათ 24 საგამოცდო ცენტრი და 3000 თანამშრომელი ემსახურებოდა. მინდა მადლობა ვუთხრა მათ და ასევე ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც მუშაობდა იმისთვის, რომ გამოცდები კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში ჩაგვეტარებინა. მოგეხსენებათ, წელს რეკორდული რაოდენობის, 45 000 აბიტურიენტი გვყავდა. მათგან გამოცდაზე 94% გამოცხადდა. მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე 18 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა და გამოცდაზე 82% გამოცხადდა. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000 მსურველი იყო და 80% გამოცხადდა გამოცდაზე. დაბოლოს, 3000-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა გრანტის მოპოვების მსურველთა გამოცდაზე და მათი 75% უშუალოდ გამოცხადდა ადგილზე.

შედეგების გამოქვეყნება ხვალ დილის 10 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტები თავიანთ პირად გვერდზე უნდა შევიდნენ. შეიყვანონ პირადი მონაცემები, პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი, რის შემდეგაც ისინი პირველად შედეგს ნახავენ. აპელაციების შემდეგ შესაძლებელია ქულები შეიცვალოს.

აპელაციები ყველა საგნის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება. სააპელაციო განაცხადის შემოსატანად აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ. განაცხადების შემოტანა ონლაინ შეუძლიათ.

აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის ექვს საათამდე, აბიტურიენტებს აქვთ საშუალება, მათ საგამოცდო ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ. მას შემდეგ რაც გაიგებენ ქულებს, ისინი ნახავენ კონკურსს თითოეულ სასურველ პროგრამაზე და შეუძლიათ მათი ჩარიცხვის შანსები უფრო ობიექტურად შეაფასონ”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოში გავრცელებულ რიტუალზე და ტრადიციაზე "გაძღიკობა".
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.