ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ კომპაკ სპორტინგში შეჯიბრისთვის 10 ათასი ლარი გამოყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპაკ სპორტინგში შეჯიბრების ორგანიზების მომსახურებისთვის 10 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრეტენდენტ - „საქართველოს სპორტინგის ფედერაციამ“. ტენდერში გამარჯვებულმა ღონისძიების ჩატარების ლოკაციაზე, შემსყიდველის მიერ მითითებულ დროსა და ადგილას უნდა მოაწყოს შეჯიბრებისთვის საჭირო უსაფრთხო სივრცე, სასროლი მოედანი და სასროლი პოზიციები.  ასევე, გამარჯვებულმა თეფშის სასროლი მანქანებით, სასროლი თეფშებითა და სასაჩუქრედ ვაზნებით მომსახურება, მსაჯის და ტექნიკური მუშაკის მოწვევა უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო წინადადებების მიღება 19 სექტემბერს დასრულდა. გამარჯვებულმა ტენდერის პირობებით გათვალისწინებული  მომსახურება  2023 წლის 30 სექტემბრიდან  2 ოქტომბრამდე პერიოდში უნდა გაწიოს.


ფოტო: საქართველოს სპორტინგის ფედერაცია

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.