ახალი ამბები
წალენჯიხაში სტიქიამ პრობლემები შექმნა
წალენჯიხაში, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა ქარმა კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს სახურავი გადახადა,  ელექტროგადამცემი ბოძების დაზიანების გამო კი ჯვარის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები,  უკვე დაწყებულია ძლიერი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და გადახურვისთვის მზადება.

ამავე ცნობით, ამ დროისთვის ჯვარში ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.

მერის წარმომადგენლების განცხადებით, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, მას სპეციალური კომისია ითვლის და შედეგების მიხედვით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მობილიზდება შესაბამისი თანხები, რათა დაზიანებული ობიექტები სრულად გადაიხუროს.

მათივე ინფორმაციით, იქამდე, სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.