ახალი ამბები
"აგენტების" კანონის აქციაზე დაკავებულ მაია კალანდიას სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"რაც არ უკადრია მხედრიონს, ყაჩაღებს და სხვა, ციხიდან გამოშვებულ კრიმინალებს 90-ში, იკადრეს ამათ! მათ ქმედებას თქვენ შეურჩიეთ სახელი, მე კი ამ კადრებით ვიამაყებ და ჩემს იაკობს დავუტოვებ სამომავლოდ იმის დასტურად, რომ რუსეთის საბოლოო გაძევების წინ, ბებიაც იბრძოდა, მისი ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნავს კალანდია და მისი დაკავების კადრებს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული "დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა სასამართლომ 13 მაისს 2000 ლარით დააჯარიმა. 


ამავე თემაზე: 

"აგენტების" კანონის აქციაზე დაკავებულ მარიამ სიჭინავას სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას პროცესი გადაიდო (ფოტო)

მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს - ადვოკატი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.