ახალი ამბები
ჩვენ ვართ საქართველო - ზსსუ-ს სტუდენტები “აგენტების” კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი „აგენტების“ კანონის მიღებასა და თბილისში სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ აქციებს, მანამ სანამ ქვეყნის კურსი არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას და მიღებული კანონი არ იქნება გაწვეული.

ახალგაზრდები ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, საპროტესტო ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ.

გარდა ამისა, მათ კვლავ მსვლელობა მოაწყვეს სკანდირებით, "საქართველო! არა რუსეთს!  აფხაზეთი საქრთველოა", რათა ხმა მიეწვდინათ ყველასთვის, ვინც ამ წუთებში ცენტრალურ ნაწილში მოძრაობს.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით გუშინ მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.

კანონის მხარდამჭერებს შორის ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი პარლამენტარებიც იყვნენ.

საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ქვეყანაში რამდენიმე კვირაა პერმანენტულად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები.

ამავე თემაზე:

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

რუსული კანონპროექტი რადიკალურად ცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს ჩრდილოეთისკენ - ზუგდიდის N4 სკოლის თვითმმართველობა

"აგენტების" კანონი მესამე მოსმენით მიიღეს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.