ახალი ამბები
"დროას" წევრი მარიამ სიჭინავა სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს
პარტია "დროას" წევრი და აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომლის თქმითაც, გუშინ, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის აღნიშნავს, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან არ ითანამშრომლებს, რადგან სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს.

"ოფიციალურად, გამოკითხვაზე დამიბარეს, თუმცა ჩემი პოზიცია იყო ის, რომ ამ ადამიანებმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ უკანონოდ დამაკავეს, სამმართველოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, მომექცნენ ღირსების შემლახავად, შესაბამისად, მათგან არ ველოდები ადეკვატურ გამოძიებას და არ ვაპირებ ამ მოძალადე ადამიანებს მივმართო ჩემს დასაცავად. ჩემი საჯარო პოსტი არის საფუძველი იმისა, რომ გამოძიება დაიწყონ, დანაშაული უკვე მომხდარია", - განმარტავს იგი.

სიჭინავა რადიო "ათინათთან" გუშინდელი ინციდენტის დეტალებსაც იხსენებს. მისი თქმით, მეგობართან საუბრისას, არასრულწლოვანი შვილისა და კლასელების თანხლებით, თამაზ წურწუმია მას ხელჯოხით დაუპირისპირდა.

"მეგობარს ჭიშკართან ვესაუბრებოდი რუსულ კანონზე, ვეუბნებოდი - არა რუსულ კანონს. ამას ჰქონდა ხუმრობის შემცველი სახე, რა დროსაც, მისი მეზობელი თამაზ წურწუმია, რომელიც როგორც გავარკვიე, მერიის ა(ა)იპ-ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია, გამომეკიდა გინებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ჩემგან ადეკვატური პასუხის მიღების შემდეგ, მან მის თანმხლებ ქალბატონს, მის მეუღლეს გამოართვა ხელჯოხი, რომელიც თავში, მხარზე და მკლავში ჩამარტყა", - დასძენს ის.

სიჭინავა, ასევე, ამბობს, რომ მსგავსი აგრესია ქვეყანაში არსებული დაუსჯელობის სინდრომის ეფექტია, რომელსაც როგორც თვითონ გვეუბნება, თბილისში ოპოზიციის წევრებისა და აქტივისტების ცემის ფაქტები ახალისებს.

შეგახსენებთ, გუშინ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაპოსტა, რომელშიც მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაზე საუბრობდა. 


ამავე თემაზე:

თავს დამესხა თამაზ წურწუმია, ჯოხით, რომელიც თავში მირტყა, გინებით და შეურაცხყოფებით - მარიამ სიჭინავა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.